|
2021-05-19 22:55:13, 437 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. სკვერი მას შემდეგ მოეწყო, რაც თბილისის მერიამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განახორციელა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სკვერი მეხუთე პროექტია, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. „ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით იყო ბარაკებით სავსე. მოხდა ადგილმონაცვლეობა და აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო სკვერი. დაახლოებით, 1300 კვადრატულ მეტრზეა ეს სივრცე მოწყობილი. ზოგადად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დატვირთულია კორპუსებით. ვხედავთ, ირგვლივ რა ხდება და რა მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. ჩვენ, რამდენიმე წლის წინ აქ სპორტული მოედანიც გავაკეთეთ. ეს სკვერი არის მეხუთე პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა, თუმცა, ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ არის გარკვეული ტერიტორიები, სადაც შევძლებთ ფარეხების აღებას, ბარაკების ადგილმონაცვლეობას და მოვაწყობთ ანალოგიურ სივრცეებს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის“ , - განაცხადა თბილისის მერმა. სკვერი თბილისის მერთან ერთად პარლამენტის დეპუტატმა დავით სერგეენკომ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერეს. პროექტის შედეგად, 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი კომპანიამ - „გრინსერვისი +“ შეასრულა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)