19:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 10:41:48, 503 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ USAID-ისა და RDA-ს საგრანტო პროექტებში მონაწილეობისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (RDA)  ბენეფიციარებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

გამოცხადებული საგრანტო პროექტი განკუთვნილია იმ ფერმერებისთვის, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე დაფინანსებული ბიზნეს გეგმისა თუ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური თანამონაწილეობა  სჭირდებათ. პროექტი ითვალისწინებს ისეთ მიზნობრიობას, როგორიცაა: გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი (შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც დანადგარი, ასევე შენობა-ნაგებობა). პროექტის პირობები მოსავლის შემდეგი კატეგორიებზე ვრცელდება:

  • კენკროვანი კულტურები;
  • ბაღჩეული კულტურები (მწვანილი);
  • ხეხილი (კურკოვანი და თესლოვანი ხილი);
  • ბოსტნეული კულტურები;
  • ციტრუსი (მანდარინი);
  • სუფრის ყურძენი;
  • კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა).

თანადაფინანსების სესხის  ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს  და ზევით.  ხოლო პერიოდი კი 6 თვიდან 84 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2Rm5BWj

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,   სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ამჯერად კი გვინდა მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესგეგმისა თუ პროექტის განხორცილებისთვის თანადაფინანსებას საჭიროებენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, დროული გადაწყვეტილებაა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიიღონ  მათთვის სასურველი დაფინანსება, რათა კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და  წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics