19:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 13:02:20, 471 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით

დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის  ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც.  ყველამ კარგად ვიცით იპოდრომზე კორტების მაგალითიც. აქ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დაახლოებით, 10-11 წლის წინ, მიწის ნაკვეთი პრივატიზებული იყო და ჩვენ მისი ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. გავიხსენოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ჩვენ აქ მშენებლობის ნებართვა არ გავეცით და სკვერები მოვაწყვეთ. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სასტუმრო არ აშენდება. ბოლოს კი დიდ დიღომში ანბანის სკვერს გამოვყოფდი. საბოლოოდ,  თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებართვებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გეგმარება მოხდება.

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics