20:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 15:23:10, 398 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა

დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.

აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა   წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით.

დადგენილება ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცედურებსა და ვადებს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით.

დადგენილების თანახმად, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით.

დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს  ქვეყანაში შემოსავლების ზრდას,  სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება.

რაც შეეხება აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით.

აღსანიშნავია, რომ მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეთა დაინტერესება აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics