20:49 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 12:35:49, 627 ნახვა

საზოგადოება
როგორ დავსაქმდეთ მარტივად

ყველა ადამიანის ცხოვრებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსური უზრუნველყოფა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სამუშაო გარემო, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. ჩვენი დამოკიდებულებას საქმისადმი არამხოლოდ შესაბამისი ხელფასი განსაზღვრავს, აუცილებელია სამუშაო ადგილზე კომფორტულად ვგრძობდეთ თავს, რაც ბადებს შესაძლებლობას ყივოთ კიდევ უფრო მეტად პროდუქტიულები. საქმის კარგად გაკეთებისა და ყველას კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებლისა და დასაქმებულის დამოკიდებულება, რაც ყველაზე ხშირად განსაზღვრავს კადრების გადინებასა თუ დარჩენას. სამსახურის ძიებისას სწორედ ასეთი დეტალები ახდენენ გავლენას და გვიქმნიან შესაბამის წარმოდგენებს, ამიტომ აუცილებელია ყველა პოტენციურ კადრთან პირველი გადაკვეთის წერტილებიც კი სასიამოვნო იყოს.

უცნობი არ არის, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმება და პირველი სამსახურის პოვნა სათუო საკითხია, ვინაიდან გამოცდილების არ ქონის გამო უარის მოსმენა უკვე ნორმად იქცევა, თუმცა არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სწორედ ამ სეგმენტზე კონცენტრირდებიან და მაქსუმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას, რადგან, მიუხედავად გამოცდილების არ ქონისა, ყველაზე უკეთ სწორედ ისინი აფასებენ დამწყები კადრების მნიშვნელოვნებას. დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა მეიჯერელი, რომელიც სრულად კონცენტრირებულია შექმნას საუკეთსო პირობები და შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ და პარალელურად ახალი უნარებიც განავითარონ.

კომპანია მეიჯორელის ერთგვარი დევიზია ის, რომ მათთვის ზრდა ახალი კადრების მოძიებას ნიშნავს, შესაბამისად აქ ნებისმიერს შეუძლია სცადოს ბედი და რეზიუმე გაგზავნოს, HR დეპარტამენტი აუცილებლად განიხილავს გულდასმით ყველა მათგანს. მეიჯერელი გლობალური კომპანიაა, რომელიც კლიენტთა მომსახურებასა და მის სრულყოფაზეა ორიენტირებული. კომპანიამ თავისი საქმიანობა საქართველოში 2016 წლიდან დაიწყო და თვისი ლოიალურობით დასაქმებულების მიმართ, სწრაფად გახდა ახალგაზრდების დაინტერესების ობიექტი. დღეს 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვიც სულ უფრო იზრდება. კომპანია მომსახურებას უწევს კლიენტებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

მეიჯერელის მისიაა ადამიანური რესურსების, მონაცემების და ტექნოლოგიების შერწყმით პარტნიორებს გაუწიოს კლიენტთა მომსახურების უმაღლესი სერვისი, რომლის უკანაც აქ დასაქმებულების კომფორტზე მაქსიმალური ზრუნვა აქვთ გამოცხადებული. კომპანიის მთავარი მიზანი განვითარებაა, მთავარი მესიჯი კი - „ორიენტირებული წინსვლაზე“ კომპანიის განვითარებასთან ერთად გულისხმობს თანამშრომლების განვითარებასაც.

მეიჯერელის გუნდი აერთიანებს უამრავ განსხვავებულ ადამიანს, რომლებიც ერთი მიზნისკენ მიდიან და პროცესში უამრავ რამეს სწავლობენ. მათ მუდმივად კარგ განწყობაზე ზრუნვა კი მენეჯმენტისთვის უპირველესი პრიორიტეტია, რადგანაც კარგად შესრულებულ საქმეს შესაბამისი განწყობა სჭირდება. კომპანიისთვის დასაქმებულების მათი განვითარებისთვის ხელის შეწყობა ახალი არ არის, ვინაიდან მენეჯერები უპირველეს ყოვლისა უსმენენ მათ, სწავლობენ მათ საჭიროებებს და ამის მიხედვით ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, სადაც ყველა მათგანი კომფორტულად და მნიშვნელოვნად იგრძნობს თავს.

მეიჯერელის ხედვას წარმოადგენს ამბიცია, იყოს პარტნიორების მხრიდან ნდობით აღჭურვილი კომპანია, რომელსაც თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გარემოში წინ უძღვის კრეტიულობა, სრულყოფილება და პატივისცემა, რაც შესაბამისად განაპირობებს პარტნიორთა წარმატებასაც, გუნდის ერთიანობა და მათი მხარდაჭერა კი ის ფუნდამენტია, რაზეც დაშენებულია მათი კომპანიის წარმატების საიდუმლო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics