2021-05-17 10:07:48, 573 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პანდემიიდან გამომდინარე, ფეხით მსვლელობა ვერ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონით გამართავენ.
მსვლელობის დროს, მღვდელმთავრები აკურთხებენ ქუჩებსა და მოსახლეობას.
ავტოკოლონებით მსვლელობამდე, სამების საკათედრო ტაძარში აიაზმის, წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდება, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან