|
2021-05-13 12:36:41, 463 ნახვა
საზოგადოება
საუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 132,000 ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც აჭარაში, სოფელ ვარჯანისში, ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოხმარდა. „შატო ივერი“ 1 ჰა ფართობზე ვენახებს, სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულა კი 1,500 ,000 ლარს შეადგენს. „ჩვენს ოჯახს ღვინის წარმოების საუკონოვანი გამოცდილება აქვს. სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე იპოვეს ძველი ქვევრები, რაც ვაზის კულტურის უხსოვარი დროიდან არსებობაზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ღვინის სახლის იდეა, რათა შეგვენარჩუნებინა ტრადიცია. ამ წამოწყების განხორციელბაში კი ბანკმა გაგვიწია მხარდაჭერა“, - აცხადებს ივერი ბერიძე, „შატო ივერის“ მფლობელი. „შატო ივერი“ მაღალი ხარისხის, ორგანულ ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით აწარმოებს. კომპანია მომხმარებელს 3 დასახელების ღვინოს - ცოლიკოურს, ჩხავერსა და საწურს სთავაზობს. „საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დასრულდა ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობა, წარმოება კი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად საქმიანობაში რამდენიმე ადამიანია ჩართული, თუმცა მალე დასაქმებულთა რიცხვს გავაორმაგებთ”, - დასძენს ივერი ბერიძე. „შატო ივერი“ წელიწადში 5,000 ბოთლი ღვინის და 1,000 ბოთლი ჭაჭის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, მის ხარისხზე კი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე მინიჭებული არაერთი მაღალი შეფასება მეტყველებს. ამასთან, 2020 წელს კომპანია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia-ს გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო სოფლად ტურიზმი“. აღსანიშნავია, რომ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია სამომავლოდ ენერგო ეფექტურობის პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. პროექტი 15 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას ითვალისწინებს, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი „შატო ივერი“-ს საშუალო წლიური მოხმარების 60% დაფარავს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა მხარდაჭერა ჩვენი ახალი წამოწყების გასახორციელებლად. აღნიშნული პროექტი საგრძნობლად გაზრდის კომპანიის ენერგო ეფექტურობას და ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას“, - აცხადებს ივერი ბერიძე.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)