2021-05-11 12:45:00, 577 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ძალიან თუ არ „გავლაღდებით“, ორ კვირაში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს
ძალიან თუ არ „გავლაღდებით“, ალბათ, ორ კვირაში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.
„სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრი გვქონდა სიკვდილობის, ამასაც ვამბობდით. ბევრი პარამეტრით, პროგნოზირება უმადურია, მაგრამ გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, ვართ პიკში და ყველაფერს ისე თუ დავიცავთ, რომ ძალიან არ „გავლაღდებით“, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ თანდათან უკუსვლა უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,