2021-05-07 11:16:13, 669 ნახვა
საზოგადოება
ფერმერთა საყურადღებოდ! - აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია
ფერმერთა საყურადღებოდ! - აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დარიცხული ქულები გაუქმდება.
აგროქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge
სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),