|
2021-05-06 12:58:16, 645 ნახვა
საზოგადოება
გასხვლის ფესტივალი - ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს საუკეთესო აგრარულ პრაქტიკას უზიარებენ
ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობი ორგანიზაციის (FAO) მიერ ორგანიზებულ ,,გასხვლის ფესტივალში’’ მონაწილეობა 700-მდე ფერმერმა, აგრონომმა და ექსტენციის სპეციალისტმა მიიღო. ხეხილისა და ვაზის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, FAO-ს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა პასუხი გასცეს საბაზისო შეკითხვებს ველზე სადემონსტრაციო ჩვენებით - რა უნდა გავსხლათ, როდის გავსხლათ, როგორ გავსხლათ და რატომ უნდა გავსხლათ. ტრენინგების ეს სერია ხეხილის ბაღებსა და ვენახებში ჩატარდა, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. გასხვლის ექსპერტმა აგრონომენმა თეორიული და პრაქტიკული სესიები გამართეს და ჩაატარეს სრულყოფილი ტრენინგები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურების გასხვლაზე. ესენია: თხილი, კაკალი, ატამი, ვაშლი და ვაზი. ,,ტრენინგებმა სრულად დააკმაყოფილეს ჩვენი მოლოდინები, ვიცოდი, რომ პროფესიონალურ რჩევებს მივიღებდი’’, აღნიშნა სიმონ რუაძემ, ფესტივალის მონაწილე ფერმერმა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან. ფერმერების გარდა, ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების ექსტანციის სპეციალისტებმა და ქართველმა აგრონომებმა. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ცოდნის მიღება ინოვაციური აგრარული პრაქტიკების შესახებ; ამასთან, მათ სურვილი გამოთქვეს, ამ სფეროში დამატებითი პრაქტიკების შესწავლის მიმართულებით. “სწორი გასხვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ხილის ჯანსაღი ბაღის გასაშენებლად. მისი საშუალებით მიიღწევა კარგი მოსავალი ხარისხისა და რაოდენობის კუთხით. სამწუხაროდ, ბევრმა ფერმერმა არ იცის როგორ გასხლას სწორად, რაც იწვევს მოსავლის დანაკარგს და, ამავე დროს, აზიანებს ხეების და ვენახის ჯანმრთელობას. გასხვლის ფესტივალის დახმარებით, ძალიან ბევრ ფერმერს, პრაქტიკოსსა თუ ინვესტორს შევხვდით და ერთად განვიხილეთ ის მთავარი შეცდომები, რასაც ხშირად ვუშვებთ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავსხლათ ხეები სწორად და დროულად’’, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმე, ევროკავშირისა და FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა საქართველოში. ფესტივალის ორგანიზება ევროკავშირის პროგრამის ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ ფარგლებში განხორციელდა, „საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციასთან (GEOSSA)“, „თხილის მწარმოებელთა ასოციასა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრთან (SRCA) ერთად. ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ არის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც FAO და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO) ახორციელებენ. იგი 2018 წელს დაიწყო. პროგრამის მთავარი მიზანია მეწარმეობის ხელშეწყობა და ბიზნესის დახვეწა საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა მათ განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და დაეხმარონ კომპანიებს სტრატეგიული ინვესტიციებით.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)