10:53 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 15:18:24, 623 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი დოზა ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის პირველი დოზა ჩაიტანეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გვიან ღამით ჩავიდა.

„ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზზე ჩატარდება. პირველ რიგში ავცრით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადატანილი კორონავირუსი“, - განაცხადა წამლების სააგენტოს ხელმძღვანელმა და ე.წ ჯანცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ახრა ადჟბამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსის 14 494 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 13 517 პაციენტი და დაღუპულია 222 ადამიანი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics