|
2021-04-23 10:24:57, 385 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემა. უწყების ცნობით, ნიდერლანდების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნიდერლანდების მხარის ურყევ მხარდაჭერას. ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში ნიდერლანდის მხარისთვის და ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობის შემდგომი განვითარების გეგმების დასახვაზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)