|
2021-04-22 14:30:23, 743 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას - შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან
შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში დეპუტატებმა ხალხზე იფიქრონ, კიდევ მიდის უაზო გაჯიუტება და ამასობაში, გაუბედურდა ქვეყანა. „იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ და ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ მიდის ეს რაღაც უაზრო გაჯიუტება. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დასტური, მეტი არაფრის. იმის მაგივრად, რომ ამოვისუნთქოთ, ერთანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბა მოიკითხოს ერთი რა გახდა ბენზინის ფასი, აბა შეხედოს ლარის და დოლარის კურსს. ეს კრიზისის ბრალია, მათ შორის იმის ბრალია, რომ ამაზე არ ვლაპარაკობთ. 6 თვეა ვლაპარაკობთ ეს გირაო - ის გირაო, არ გადავიხდი, შევალ - არ შევალ, გაუბედურდა ამასობაში ეს ქვეყანა და დღის წესრიგი არის ახლაც ეს, რომ ამნისტია ესე, ამნისტია ისე. შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი იმ ციხიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)