|
2021-04-22 12:33:27, 722 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ პოზიცია ამნისტიის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა
ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და შეიძლება სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს. როგორც მან აღნიშნა, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი, რომელმაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციაში. „პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. მე არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მითუმეტეს არც მელიას და რურუას ადვოკატი ვარ, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც დროებით არიან გამოშვებულები გირაოთი, ეს არის დამოკიდებულება რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით. ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და შეიძლება სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)