|
2021-04-22 10:31:00, 657 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები დარჩენილ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას და დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის სიმამაცის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ გულწრფელად მივესალმებით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში არსებული პოლიტიკურ ჩიხის გადასალახად ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის გზით. ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. გვჯერა, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და დისკუსიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს აქცევს. ის მხარეებს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და დაეხმარება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ხანია წამლავდა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სითამამე საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)