10:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 09:42:03, 669 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება

ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს და გვიხარია, რომ ექვსი თვის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში წერია.

სენატორები მოუწოდებენ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ 19 აპრილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმება.

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინი აქვეყნებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics