14:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 13:17:18, 569 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა, რომლის მონაწილეც თავად იქნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რეფერენდუმის წინ ის საქართველოში ჩამოვა და პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

„ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. 43%-იანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ესაა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად.

ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედუნარიანები, მობილიზებულები.

მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics