|
2021-04-19 17:28:16, 709 ნახვა
პოლიტიკა
IDFI მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება გააჩნდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება. „18 აპრილს გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილი წინადადების დოკუმენტი. დოკუმენტის უპირველესი მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ პარლამენტს აკისრია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური ტვირთი. ამ ტვირთის ტარება ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, თითქმის 6 თვეა საქართველო ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან. ამის პარალელურად, სახელმწიფო დგას არაერთი საშინაო, თუ საგარეო გამოწვევის, ასევე პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. პოლიტიკური კრიზისის თითოეული დღე არსებითად აზარალებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული წინადადება მომზადებულია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის შედეგად და იგი კრიზის დასრულების დიპლომატიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ბუნებრივია, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება გააჩნდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება. მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)