15:14 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 16:24:09, 641 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - გაკვირვებული ვარ „ქართული ოცნების“ განცხადებებით, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე იყენებს ჩემს სახელს

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, გიორგი რურუა არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არა ერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ, ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი, ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გააწყვეტილება, როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან ან სხვისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი, რომ თუ სასწორზე ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტბაილურობა და წინსვლა დგას, პრეზიდენტის მოვალება სწორედ ის არის, რომ საკუთარი შეხედულებებისა თუ პრინციპულობის მაღლა დააყენოს ქვეყანა.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics