|
2021-04-19 15:57:19, 678 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხაა. „ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო განცხადებაც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს რადიკალური ფრთა, დიდი ნაწილი არის სახელწმიფო ინტერესების წინააღმდეგ, საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ, რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც დღეს სააკაშვილის მხრიდან ვნახეთ. ადამიანის, რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს არაერთი გაყალბებული არჩევნები და დამახინჯებული კონსტიუტუცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მედიის სრული კონტროლი, საკუთრების უფლების უხეში შელახვა და ადამიანის უფლების სისტემური დარღვევები, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა და ჩვენს პარტნიორებს არწმუნედბა, რომ ეს იყო რეალური პროგრესი ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)