2021-04-19 10:15:56, 499 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ
პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათისთვის მივლენ.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე პარლამენტში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.
„გირჩის“ წევრები კანონმდებლებისთვის საკუთარი 7 პუნქტიანი დოკუმენტის გაცნობას გეგმავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,