15:58 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 19:16:56, 523 ნახვა

პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე - ორი საკითხია | პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნები, ცვლილება სწორედ ამ ორს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ორი საკითხია: პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნები, ცვლილება სწორედ ამ ორს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს.

მისივე თქმით, მან ჯერ კიდევ დასაწყისში თქვა, რომ მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი პირობა, როგორიც თვითონ მელიასთის იქნება მისაღები.

„რა ტექსტი იქნება ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ მაქვს. არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში ცვლილებები იყოს და საერთოდ ვისურვებდი, რომ ახალი ტექსტი ყოფილიყო. თუმცა ალბათობა არის რომ იგივე მოიტანონ. მანდ იყო ორი საკითხი პოლიტპატიმრების, იგივე პოლიტიკური დევნის და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ იქნება ცვლილება სწორედ ამ ორ პუნქტს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს.

მე ვიცი, რომ იქნება „ოცნებაც“ , ოპოზიციაც და მედიატორებიც, მეტი არაფერი არ ვიცი.

რაც მედიატორებს ჯერ კიდევ დასაწყისში ვუთხარი პირობა უნდა იყოს მელიას გათავისუფლებასთან  დაკავშირებით ისეთი როგორიც თვითონ მელიასთვის იქნება მისაღები. შარლ მიშელის დოკუმენტში მელიას თემა ეწერა, თუმცა ახალ დოკუმენტში საკმაოდ მიუღებლად იყო წარმოდგენილი“, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში ამ დროისთვის ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა იწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics