15:58 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 17:52:36, 795 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა საერთო ოპოზიციურ ფორმატში გართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ პრინციპულ პოზიციას მედიატორებს კიდევ ერთხელ გააცნობენ.

„დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხი არის დასაზუსტებელი. მათ შორის, ყველაზე მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა ის საკითხიც, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება - საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს საერთაშორისო მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა. თუ რა საკითხებს მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics