15:58 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 15:41:00, 958 ნახვა

პოლიტიკა
მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს

ესტონელი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს ბალანსირებულ გამოსავალს სთავაზობს და ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ითვალისწინებს.

„მივესალმები მთელი გულით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს.

ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, - წერს კალიურანდი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა. თუ რა საკითხებს მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics