10:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 17:20:37, 667 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რა შემთხვევაში განიხილავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით

თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმართველობის არჩევნებში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით,  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როდესაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, პარტია გამოხატავს მზადყოფნას რომ უპრობლემოდ ჩააბაროს ეს ტესტი. თვითმართველობის არჩევნებშიც. 40% არის საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ მმართველობის პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს საკუთარ თავზე. ეს ტესტი არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებული

ჩვენ მზად ვართ, რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რომ თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics