|
2021-04-15 14:59:38, 711 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს და უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულების დიპლომატიურ მდივანს, ჯონ ლევიტს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებული წელი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ, გასულ წელს, მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და მიწების რეგისტრაცია დაიწყო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია აგროწარმოებაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდისკენ. საუბარი შეეხო საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიას და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის, სატრანსპორტო სექტორის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და სატყეო სექტორის მიმართულებით. სტრატეგია ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში. ამ მიმართულებით დაგეგმილია კონკრეტული აქტივობები. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაში.
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)