10:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 13:30:46, 646 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - კომპრომისებისთვის მზად ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავთანხმდებით ოპოზიციის ყველა მოთხოვნას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება კომპრომისებისთვის მზად არის.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომპრომისი არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება დათანხმდება ყველა მოთხოვნას, რომელიც აქვს ოპოზიციას.

„კომპრომისებისთვის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის და ეს არ არის პირველი განცხადება ამასთან დაკავშირებით, უნდა ვთქვათ, რომ ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც გაცხადდება რაღაც დათმობა და შემდგომ კომპრომისული ვარიანტების თაობაზე საუბრისას მოლოდინი, რომ მარტო ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, რა საკვირველია, არასწორია. არის კონკრეტული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს პრაქტიკულად, პრაქტიკულად ყველაფერთან დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავთანხმდებით ყველა მოთხოვნას, რომელიც აქვს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics