|
2021-04-15 11:56:49, 594 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ კრამერი - არ მესმის, როგორ უნდა გადაიჭრას ჩიხი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, როდესაც ნიკა მელია ციხეშია
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო ჩიხში შევიდა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისში ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გადაიზარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დევიდ კრამერმა განაცხადა. როგორც დევიდ კრემერმა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს აღნიშნა, ხელისუფლება ვერ გადაჭრის ჩიხს, სანამ წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია ციხეში ზის. დევიდ კრამერის შეფასებით, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, დასავლეთიდან ზეწოლა, ხელისუფლების მიმართ, უნდა გაძლიერდეს. „შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო შევიდა ჩიხში, რომელიც გადაიზარდა პოლიტიკურ კრიზისში მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ნიკა მელიას დაჭერა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაჭერაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა. მე მივესალმე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლი რომ ეს იყო პრინციპული პოზიცია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ნახა გამოსავალი და გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელმაც მეტი ენთუზიაზმით შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მე არ წარმოვადგენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არ წარმოვადგენ არც ერთ პარტიას საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევხვედრივარ ნიკა მელიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისმა დაპატიმრებამ ჩიხი გადააქცია კრიზისად. არ მესმის, როგორ უნდა გადაიჭრას ჩიხი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, როდესაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი, რაც არის ნიკა მელიას გათავისუფლება. გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს უნდა მომხდარიყო ისედაც იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ერთ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ მიიღეს. ბატონი მელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, ის უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ვფიქრობ, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და ეს ზეწოლა უნდა გაძლიერდეს ხელისუფლების მიმართ“, -განაცხადა დევიდ კრამერმა.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)