10:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 11:45:24, 625 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეპუტატების მიერ პარტიიდან წასვლის თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, რაც არასწორი საქციელია.

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაციები ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ჰქონდა არასწორი დასაწყისი ამ ყველაფერს  და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics