2021-04-08 13:09:32, 1942 ნახვა
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ კიდევ ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ორ დეპუტატს, ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი გუშინ მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ. ამასთან, ინფიცირებულია პარლამენტის აპარატის ოთხი თანამშრომელიც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,