2021-04-07 13:25:19, 1759 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გასულ დღე-ღამეში 1 363-მა პირმა გაიკეთა, ჯამში აცრილია 14 207
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 207 პირია აცრილი.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 363-მა პირმა ჩაიტარა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან