09:40 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 11:09:24, 602 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განვითარებისა და რეფორმების საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, მისი წევრები კი მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები იქნებიან.

„ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს

განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთვრობის ადმინიტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დადგენილებიას ქვეყნის განვითარეისა და რეფორმების უწყებათაშორისო საბჭოს შექმნის შესახებ ხელი უკვე მოაწერა.

„განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

დადგენილებას, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics