16:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 17:54:27, 780 ნახვა

ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - ფოთის საზღვაო სასწავლებელი აგრძელებს განვითარებას და შესაძლებლობების ზრდას საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა.  თანამედროვე სიმულატორი სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-მა გადასცა. 

„ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი ჯერ კიდევ არ გამოიყენება ქართულ პორტებში, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება უახლოეს მომავალში ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლოატაციისათვის" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

მისი განცხადებით, ქვეყნის საზღვაო დარგის მდგრადი განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ერთის მხრივ, სახელმწიფო პირდაპირი გზით უჭერს მხარს საზღვაო სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და მეორე მხრივ, ქმნის მათი განვითარების პირობებს ქვეყანაში საზღვაო დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდისა და საგადასახადო შეღავათების სისტემის შექმნის გზით: „ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ამ ცენტრის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან"- აღნიშნა იოსელიანმა.

„მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით“, - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურმა დირექტორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics