2021-03-30 12:53:47, 2124 ნახვა
ომი უკრაინაში
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 706 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 706 პირი აიცრა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, 782 პირი აიცრა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,