2021-03-30 10:07:31, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში დღეიდან Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან იწყება.
Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდი ქალაქის, კერძოდ, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის, 6 კლინიკაში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას პირზე გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში 23 მარტს შემოვიდა. მოქალაქეებს Pfizer-ის აცრაზე განაცხადის გაკეთება 25 მარტიდან შეეძლოთ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან