2021-03-29 11:17:09, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 190 741 შემთხვევაა დადასტურებული, 172 096 პირი გამოჯანმრთელდა, 3 476 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,