|
2021-03-28 16:22:02, 831 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ისევე როგორც ბევრმა პოლიტიკოსმა. ამის შესახებ ინფორმაციას, „რიანოვოსტი“ ავრცელებს. „და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი აგიხსნათ? უნდა იცოდეთ ვინ სად რას აკეთებს? ალბათ არა“, - აცხადებს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუნდაც ვაქცინაცია კამერების წინაშე ყოფილიყო ნემსში მაინც იმ ნივთიერებას მოათავსებდნენ რაც მას ენდომებოდა. „თუკი ვინმე რაიმეს გაყალბებას გადაწყვეტს, ამის გაკეთება რთული სულაც არ არის. შეიძლებოდა მეჩვენებინა ნებისმიერი ვაქცინის ფლაკონი მასში სხვადასხვა ნივთიერებით, კეფირით, ფორთოხლის წვენით, - ამას რა თქმა უნდა ვხუმრობ, შეიძლება სულაც უბრალოდ ვიტამინები იყოს. ეს ყველაფერი ჩემი აზრით არასერიოზულია“, - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ის მცირე დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი იყო. როგორც ის აცხადებს, მან ერთ-ერთი რუსული ვაქცინა მიიღო, თუმცა რომელი ეს მხოლოდ მან და მისმა ექიმმა იციან. შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამი ვაქცინა -”სპუტნიკი“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“ შეიქმნა და მას 60 წელს ზემოთ მოსახლეობა იღებს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)