|
2021-03-24 13:29:34, 469 ნახვა
საზოგადოება
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამას ახალი მომსახურება დაემატა
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, გაფართოვდა - ამბულატორიული მომსახურების მოცულობას ექიმისა და, საჭიროებისამებ, ლაბორატორიის ექთნის ბინაზე ვიზიტი დაემატა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის ტუბერკულოზის ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის უფასოდ მიწოდებას. სიახლე საშუალებას იძლევა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, (მაგ: კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია; ძირითადი ან თანმხლები დაავადების არსებობა, რომელიც ზღუდავს პაციენტის მობილობას და ა.შ.), პაციენტს ექიმის კონსულტაცია ბინაზე ჩაუტარდეს და ასევე, ლაბორატორიის ექთნის მიერ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა ბინაზე იქნას აღებული. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და თანაგადახდას არ ითვალისწინებს. ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება, ამდენად, ის გლობალური პრობლემად ითვლება. მასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 157 000 ლარით განისაზღვრა (ამბულატორიული მომსახურება - 2 357 000 ლარი; სტაციონარული - 9 800 000 ლარი). 2020 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება 20 116 ბენეფიციარმა მიიღო, სტაციონარში 1 519 პირმა იმკურნალა, მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა 158 იყო. დღეს მეთვალყურეობის ქვეშაა 2 400 ადამიანი. საყურადღებოა, რომ ბოლო წლების მონაცემებით, აღინიშნება ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული კომპონენტების ფარგლებში მოსარგებლეთა რიცხვის კლებადი დინამიკა, რაც პროგრამის შედეგიანი მუშაობის მკაფიო ინდიკატორია. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტების ადმინისტრირებას სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობისა და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება. პროგრამის მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები. ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია (BCG-ვაქცინა), რომელიც ახალშობილს უკეთდება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)