17:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 13:20:55, 397 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და CENN-ის ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გამართა. ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო.

ღონისძიება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ახორციელებენ.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის საერთაშორისო დღეს კრწანისის ტყე-პარკში აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ ტყე-პარკში აღინიშნება, სადაც სამინისტრო ტყის აღდგენის და გამწვანების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დარგვა-დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას განცხადებით, ტყის საერთაშორისო დღის მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რისთვისაც არაერთი გარემოსდაცვითი აქცია იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო  დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), ორგანიზაცია „საბუკო“, გარემოს ახალგაზრდა დამცველები და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის  აღნიშვნის  თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა - გზა კეთილდღეობისთვის”. 

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, კრწანისის ტყე-პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics