2021-03-22 11:11:55, 499 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესასწავლად გერმანელი ექსპერტები თბილისში ჩამოვიდნენ
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ინჟინერ-გეოლოგები სამუშაოებში დღესვე ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,