17:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 14:55:30, 816 ნახვა

საზოგადოება
„ოჯახის ცხოვრება“ - ილია მეორემ პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს წიგნის დაწერა დაავალა.

როგორც პატრიარქმა 18 მარტს ქადაგებისას განაცხადა, აღნიშნული წიგნი ოჯახის ცხოვრებას შეეხება, რომელიც მორმწუნე ხალხის მიერ იქნება შედგენილი.

„ჩვენთან არს ღმერთი! ეხლა წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება ...  უნდა იცოდეთ ისიც, რომ როდესაც აღსარებას  ამბობთ, არ უნდა თქვათ ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ,  რომ ის ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოთ.

ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალიც. უნდა ვიცოდეთ შრომა, დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა.

მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი  სასწავლებელი, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არა გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, როცა დედ-მამას ჰყავს ერთი შვილი და დაოჯახების შემდეგ იგი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება მშივრები არ არიან მშობლები, მაგრამ სიყვარული აკლიათ თავიანთი შვილისაგან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“.

სიონის საპატრიარქო ტაძარს, პროტოპრესვიტერს  მამა გიორგის – ვავალებ მისი თაოსნობით დაიწეროს წიგნი „ოჯახის ცხოვრება“, სადაც წარმოჩენილი იქნება როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ.

 მამა გიორგის ეყოლება კიდევ სხვა დამხმარე ადამიანები. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა.

 ეს უნდა იყოს გასაგები ენით, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული.

უნდა შედგეს გეგმა, სადაც საუბრები იქნება მედიცინაზე, თავის მოვლაზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე, წესრიგზე ოჯახში.

თქვენ იცით რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა, ამბობენ, რომ ხასიათებით ვერ ვთავსდებითო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, ოჯახის ფასი.

ასე რომ, აი, დღევანდელი დღე ისტორიულია. თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, მონაწილეობა მიიღოთ ამ წიგნის შედგენაში მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი.

ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი და მათაც გამოვიყენებთ. ჩვენს წიგნს კი დავდებთ ინტერნეტში, ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში მე ველოდები გეგმას, სარჩევს.

ეს იქნება უნიკალური წიგნი, ეკლესიაში დაწერილი, მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი.

 გიყვარდეთ ერთმანეთი. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს ამის  შესახებ. სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენთან არს ღმერთი!“, - აღნიშნა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics