10:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 13:56:05, 586 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი განზრახვით ფიზიკურ პირს 1 000 ლარი გამოართვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics