2021-03-18 20:54:02, 451 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, „ასტრაზენეკა“ არის უსაფრთხო ვაქცინა და არ არსებობს საფუძველი შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი.
„ასტრაზენეკა“ არის უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. აქედან გამომდინარე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,