17:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 18:00:32, 431 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში დღეს იმსჯელებენ, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებაში დღეს იმსჯელებენ, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი

მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეიკრიბება.

„დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის თაობაზე.

დღევანდელი შემთხვევის შესწავლის პროცესი არ იქნება ხანგრძლივი. ამას შეიძლება 24 საათი დასჭირდეს და ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ და ჩავრთავთ ასევე ჯანმო-ს საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები ექვემდებარება საერთაშორისო ანგარიშგებას. ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროცესის გარკვეული პერიოდით გადავადება, ვიდრე არ გვექნება ზუსტი პასუხი გამოკვლევის შედეგიდან გამომდინარე, ამაზე დღეს ვიმსჯელებთ და ესეც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი დღის ბოლომდე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ განაცხადა. კერძოდ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკი სავარაუდოდ, ვაქცინაციის გამო, კომაში ჩავარდა. ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. შესაბამისი უწყების მხრიდან ფაქტის შესწავლა დაწყებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics