|
2021-03-18 16:31:38, 339 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. მინისტრმა პატრიარქს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება გააცნო. საუბარი შეეხო, COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს უსაფრთხეობას, რისკებსა და დადებით შედეგებს. „პატრიარქთან შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია და რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას მოქალაქეებისთვის. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ ნაბიჯს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება. ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე . ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ საქართველომ და მსოფლიომ დაძლიოს არსებული გამოწვევა.“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. „საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ. პატრიარქი მომხრეა, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი იყოს.“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენება. ეკატერინე ტიკარაძემ მზაობა განაცხადა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)