14:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 12:29:53, 473 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც სურთ ქვეყანაში მეტი დროის გატარება, შესაბამისად, მთავრობა ე.წ კომენდატის საათის მოხსნის საკითზე იმსჯელებს.

„ძალიან მიხარია, რომ უკვე პრობლემა არა ის არის, რომ ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ყველას ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ, რომ მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში, ჩვენ ეს კარგად გვესმით, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი, შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა, მაგრამ ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დგას დღის წესრიგში და მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics