2021-03-18 10:43:29, 385 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე დღეს პატრიარქს შეხვდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს, 18 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზე, საპატრიარქოში გაიმართება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან