19:38 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 16:11:59, 380 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით, ვირტუალურ ფორმატში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელმა  კაროლინ ვესტერიმ და ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით  მისაბაძი ქვეყანაგახდა.

შეხვედრის მიზანი პროგრამის მიმდინარე მიღწევებისა და არსებული გამოწვევების ანალიზია, რომლის საფუძველზეც მოხდება სამომავლო სამოქმედო რეკომენდაციების ჩამოყალიბება და 2021-2025 წლების ელიმინაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა.

“მოგეხსენებათ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საკმაოდ წარმატებულია, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა ამ წლების განმავლობაში და ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით გახდა მისაბაძი ქვეყანა. მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ყველა იმ ორგანიზაციასა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობს ჩვენთან ერთად. მსოფლოში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს TAG-ის შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ტარდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე, და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი 2016 წელს ჩამოყალიბდა, აშშ დაავადებათა კონტროლის, პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა  მხარდაჭერით. მას შემდეგ, ჯგუფი ყოველწლიურად იკრიბება და განიხილავს C ჰეპატიტის ელიმინაციისკენ მიმართულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  აშშ-ს ელჩმა საქართველოშიკელი დეგნანმა, კომპანიის „GileadSciences” ვიცე პრეზიდენტმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმადირექტორმა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics