|
2021-03-10 10:33:39, 487 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს, აქედან 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კი საქართველოს ბანკის მონაწილეობით დაფინანსდა. ამჟამად ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანია წლიურად 600 000 ლარის ნაცვლად, 1,5-2 მლნ.-მდე ლარის ფარგლებში ავეჯის წარმოებას შეძლებს. ბანკის მიერ გაცემულ ინვესტიცია დანადგარების განახლებას და ახალი ინვენტარის შეძენასაც მოხმარდება. შედეგად, ავეჯის საწარმო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. კომპანია ამ ეტაპზე 11 ადამიანს ასაქმებს, უახლოეს მომავალში კი თანამშრომელთა რიცხვის გაორმაგება იგეგმება. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ქართული საწარმო ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია „შპს ნადათის +“ ახალი ობიექტის მშენებლობასა და დანადგარების განახლებას ხმარდება. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს უახლოეს მომავალში ავეჯის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რათა მეტ ადამიანს თუ სფეროს მიეცეს არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების და განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)