15:27 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 12:04:19, 564 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით დისკუსია ღია ფორმატში გაგრძელდება, რათა პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც გაგრძელდება ღია ფორმატში და მთავრობა ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტის მიმართ  ნდობა შეიქმნას.

„ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას.

პარლამენტშიც და სხვა ღია შეხვედრებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგორესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მზარდ იმპორტზე და გვქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც  ვაშენებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics